საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ დავით მაზიაშვილის  საჯარო ლექცია ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტში

7 თებერვალს,  ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტში შედგა თსუ-ს ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილის საჯარო ლექცია „დასავლური ლიტერატურა და თბილისის თანამედროვე ბალეტი“.

 

დავით მაზიაშვილი ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტში მიწვეული იყო პროფესორ მარკ ბარნეტის მიერ სემინარზე, რომელსაც კვირაში ერთხელ უნივერსიტეტი უძღვნის მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ თემებს და მთელი მსოფლიოდან  გამორჩეულ მეცნიერებს იწვევს.

 

სწორედ კვირეულის ფარგლებში, ქვინსის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტზე  7 თებერვალს შედგა დავით მაზიაშვილის საჯარო ლექცია - „დასავლური ლიტერატურა და თბილისის თანამედროვე ბალეტი“.

 

დავით მაზიაშვილის ლექცია შეეხებოდა დასავლური ლიტერატურული ტექსტების თანამედროვე ქორეოგრაფიულ ინტერპრეტაციებს და მოიცავდა, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ რეპერტუარიდან, ქორეოგრაფ  მარიამ ალექსიძის  თანამედროვე ბალეტებს: „ბეატრიჩე“ (დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით), „მარიჯანის ოთახი“ (მარიჯანის, ვირჯინია ვულფის და სხვა ქალი მწერლების შემოქმედების მიხედვით), „ლუჩიას ოთახი“ (ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებისა და ცხოვრების მიხედვით) და „მეტამორფოზები“ (ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით).

 

დავით მაზიაშვილი, 2 საათის განმავლობაში საუბრობდა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტების მაგალითებზე დაყრდნობით დასავლური კლასიკური ტექსტების ახლებური და თანამედროვე ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციების შესახებ. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, განხილვა და მიღება.

 

სემინარის დასრულების შემდეგ პროფესორმა დავით მაზიაშვილმა ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა მისი ავტორობითა და რედაქციით შედგენილი 2023 წელს გამოცემული მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“.  

დამატებით იხილეთ.

თარიღი: 08/02/2024